loading...
ქურდობა მამათში – სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა.როგორც “გურიის მოამბისთვის” ხდება ცნობილი, ქურდობა მოხდა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათში. ქორწილის დღეს მასპინძელი ოჯახი ისე გაქურდეს, რომ რესტორნიდან უკან დაბრუნებულ სიძე -პატარძალს არც საწოლი დახვდათ და არც ქვეშაგები. შემთხვევა გასულ კვირას მოხდა.

მამათელმა ახალგაზრდა კაცმა ცოლად ძიმითელი ქალი ითხოვა და ფაქტობრივად ორი სოფელი ლანჩხუთში, ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა.

ლხინის სუფრიდან უკან დაბრუნებულებს სიძის ოჯახი ისე დახვდათ გაქურდული, რომ სახლში ვეღარც ჩანგალი იპოვეს, ვერც ალუმინის თასები, ვერც საცვლები და ვერც საწოლი.

loading...

მომხდარის შესახებ “გურიის მოამბეს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა უთხრა: “მე სიძის მეზობლად ვცხოვრობ. ქორწილი რომ დამთავრდა, ქვაბებით წამოვიღეთ რესტორნიდან საჭმელები, როგორც ხდება ხოლმე. დატრიალდა ოჯახი სუფრის სახლში გასაწყობად და სადაა ან ჩანგალი, ან თეფში, არ რამე. სიძე-პატარძლის საწოლი და ქვეშაგებიც კი მოპარული იყო. დაცარიელებული დაგხვდა სახლი. სიძე იძახდა,-სად დავწვე ახლა მეო?! მეზობლებმა დავტრიალდით მერე, ზოგმა საბანი მოვუყანეთ, ზოგმა ლეიბი და თეფში”-გვიყვება მეზობელი

მომხდარ ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით “გურიის მოამბე” შსს-ს პრესცენტრს დაუკავშირდა და უწყების კომენტარს მიღებისთანავე მოგაწვდით.

loading...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here